ვულოცავ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა მელიას – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი Twitter-ზე წერს და პარტიის იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა გადაწყვიტა.
ბალტიის გამოცდილება მეტყველებს – ერთადერთი გზა თქვენი სუვერენიტეტისა და თავისუფლების კონსოლიდაციისთვის ევროპული გზაა. საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. სხვაგვარად რომ განვიხილოთ, ეს საშიშია, ალბათ კრემლის შთაგონებული ილუზია, – წერს პავილიონისი.