სიმართლე გითხრათ სიმართლის თქმა ზოგჯერ სიმართლეზე უფრო რთულია. რთულია? აი როგორც საოცარი ვაზის ფოთლის წვერზე მჯდარი ჭიის 90 გრადუსიანი გადახრა, მარგალიტის ნელი მოძრაობა. მიწამდე, გროვამდე, ნაბიჯებამდე, წვიმის წვეთამდე, ნუ მოკლედ ვარდნამდე, სირთულის სიმარტივე შიშია. შიშამდე კი მხოლოდ მიზნის შეუსრულებლობააა.მე ვზივარ და ველოდები წვიმის წამისვლას. ველი როგორც ცივი ცა თბილ, დღეს და მე მახარებს, იმის მოლოდინიც რომ მე ველოდები. და ისევ დასჩერებია გაურკვეველი უცნაურობის ყვითელი მზე, მწვანე ფოთოლს. ჭიას კი ქარი აგდებს. ფოთოლს კი სიმწვანე აკლდება. ფოთოლი ღელავს .ჩქარობს და საბოლოოდ ვალს ისტუმრებს . დგება ჟამი დრო დღე წამი გაზაფხული ცხოვრობს ცოცხლობს და ჭია ფრენას სწავლობს ლაღობს ფარფატებს და ახსენდება ის მწვანე დღეები მწვანე ფოთოლზე სიმწვანის ძახილით .ენატრება და ნატვრას აგრძელებს და აი ისევ ეს გაზაფხული.
სესილი თოდრაძე