„ვადამდელი არჩვენები არ გაიმართება“, – განაცხადა დღეს, 6 სექტემბერს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ახლა გაიმართება თვითმმართველობის, 2024 წელს კი საპარალამენტო არჩვნები.
„არჩევნები მაშინ გაიმართება, როდესაც ეს კონსტიტუციით და კანონით არის განსაზღვრული. ეს არის 2024 წელი. ახლა გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები და 2024 წელს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა კალაძემ.