“კალაძეს თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი”

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პასუხობს კახა კალაძეს მოწოდებას და ამბობს, რომ თანახმაა ნარკოტესტი ჩააბაროს. ამაზე მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“არ ჩამიბარებია, თუ რა? კალაძეს ვეტყვი – ჩავაბარებ ნარკოტესტს. მთავარი ტესტი მისთვის უნდა იყოს დემოკრატიის ტესტი. თუ უნდა ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ.IQ ტესტი”, – ამბობს მელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share