“წულუკიანმა პარტიული ნიშნით გამათავისუფლა”-გორის თეატრის დირექტორი

გორის თეატრის დირექტორი გია წვერავა ამბობს, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამსახურიდან პარტიული ნიშნით გაათავისუფლა.

მისი მტკიცებით კულტურის სამინისტრომ გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების გამო ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

“ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. პროპორციული სიით ვიყრი კენჭს გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან ერთად. კულტურის სამინისტროსთან მოხდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, რის შემდეგადაც აღარ დამამტკიცეს. ამის მიზეზი ვფიქრობ, რომ არის ჩემი პარტიული აქტივობა – რაც ღიად გამოვხატე მხარდაჭერა გიორგი გახარიას და მისი თანაგუნდელებისადმი”, – ამბობს გია წვერავა.

მისი განმარტებით, ოფიციალურ მიზეზად სამინისტრომ პანდემიის პერიოდში თეატრის შემოსავლების შემცირება დაასახელა, რაც წვერავას თქმით, არარეალური და სასაცილოა.

მისი თქმით, გორის თეატრმა “ლოკდაუნის” დროს სხვა თეატრების მსგავსად შეწყვიდა მუშაობა.

resonancedaily.com
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share