ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ტერიტორიას უკვე ტოვებენ. სპეციალური ტექნიკა ტერიტორიაზე უკვე აღარ იმყოფება.
„რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, – განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან უერთიერობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.