“რეიტინგის ყველაზე კარგი საზომი არის რიგითი თბილისელების დამოკიდებულება ჩემდამი, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და პატივისცემას დავუბრუნებ განხორციელებული მასშტაბური და საინტერესო პროექტებით ქალაქში. შეიძლება, ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს, არიან ადამიანები ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს მხარს, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები. შეიძლება, ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს, მე მაძლევდეს ხმას, ბევრია ასეთი ადამიანიც.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.