მელია სააკაშვილზე: “მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი”

“იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ევროპისა და პუტინის რუსეთის გზაგასაყარზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვს სურვილი და უფლება, იყოს ამ პროცესებში ძალიან აქტიურად ჩართული, მათ შორის, ფიზიკურად. რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს, გაუჩნდა და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას.

მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი, არ დაგიმალავთ, ბევრჯერ მითქვამს. იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოწვევა. ყველაფერთან ერთად, ჩვენ ჭკუით უნდა ვაჯობოთ ქართულ ოცნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რომელსაც მერე საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება, ანუ, ჭკუით უნდა ვაჯობოთ. […] ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი, მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს, კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ. არ მივცეთ შესაძლებლობა რეჟიმს, რაიმე სახით შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება”.

ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი და ერთიანი ნაციონალური მოძროაბის თავმჯდომარე, ნიკა მელია მთავართან ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share