როგორც გამოცემა Calciomercato წერს, ქართველი ფეხბურთელი მილანში აღარ გადავა.
ტრანსფერი არ შედგა და ის ჯერჯერობით, “რუბინში” რჩება.
მიზეზი რუბინის მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა, 20 000 ევრო გახდა. მედიის ინფორმაციით, პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ, შეიტყეს თუ არა “რუბინის” მიერ მოთხოვნილი თანხა, მოლაპარაკებებიც კი არ დაიწყეს.
Transfermarkt-ის მიხედვით, კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს.