“გახარიას დღეს ეპარება ეჭვი სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, ობიექტურობაში და ამ დროს ის იყო დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი და როცა სჭირდებოდა სრულიად დაუბრკოლებლად იყენებდა სამხარაულის დასკვნებს. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც იცვლის თავის შეხედულებებს იმისდა მიხედვით როგორი პოზიციები აწყობს დაიკავოს იმ კონკრეტულ მომენტში. ეს ძალიან ცუდია”, – ამის შესახებ პარტია „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.