საპატრიარქოს ნაკურთხი წყლის გაგზავნა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, არჩილ თალაკვაძისთვის დაენანა. ამის შესახებ საუბარია გუშინ გავრცელებულ სუს_ის სკანდალურ ჩანაწერებში.
“პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს დაუკავშირდა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, რომელმაც სთხოვა ნაკურთხი წყლის 3 ლიტრიანი ქილით გაგზავნა. აღნიშნულზე შ.თეთრუაშვილმა განაცხადა თანხმობა და თანამოსაუბრეს ურჩია წყლის ნაწილი გაუგზავნოს ადვოკატ ირმა ჭკადუას. ნ.კაკაბაძის თქმით, იგი ნაკურთხი წყლის ნაწილს ასევე გაუგზავნის პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რაზეც მდივან-რეფერენტმა განმარტა, რომ უმჯობესია ი.კობახიძისთვის უცნობი დარჩეს წყლის საპატრიარქოდან გაგზავნის ფაქტი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკურთხი წყლის გაგზავნა მოუწევთ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისთვის და სხვა პოლიტიკოსებისთვისაც”, _ წერია სუს_ის მოხსენებით ბარათში.