„ვერც იმას შევეგუეთ, რომ ადამიანებს სექსი აქვთ, რაც უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, ყველა წესითა და რიგით. ცხვირი პირბადეში ვერ ჩაგვიყვია, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში კი აქტიურად ვიქექებით“, – ამ შინაარსის პოსტს უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„საქართველოში სახელმწიფო საიდუმლო თურმე არც
არსებობს. ერთი საწყალი პროვინცია ვართ. ვერც იმას მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო და უსაფრთხოების სამსახური გვქოდნეს სერიოზული და საქმიანი და ვერც იმას შევეგუეთ, რომ ადამიანებს სექსი აქვთ, რაც უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს ყველა წესითა და რიგით. ცხვირი პირბადეში ვერ ჩაგვიყვია, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში კი აქტიურად ვიქექებით.
შეგვიძლია ვიცხოვროთ ასე – უკიდურეს სიღარიბეში, რუსეთის შორეულ პროვინციაში, სადაც სექსი აკრძალულია, თუმცა, მაინც ყველას აქვს და ერთადერთია, რასაც მალავენ.
ყველას უკანონოდ გვისმენენ და აბსოლუტურად დაუცველია, ეს მათი უკანონოდ შეგროვებული ინფორმაცია. სამაგიეროდ, პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს ვახარჯავთ მილიონს, ოღონდ დევნის ფუნქცია არა აქვს და რასაც გამოიძიებს ჯახირით, პროკურატურა იმასაც თაროზე შემოდებს ხოლმე.
აი, ასეთი საცოდაობა გვაქვს სახელმწიფოს ნაცვლად. რუსეთმა კი უკვე დიდი ხანია, დაგვიპყრო, დიდი ხანია ყველაფერი იცის, რაც სჭირდება და არ სჭირდება. რუსეთიც მიხვდა, რომ ფიზიკური დაპყრობა და ომი სულაც არაა საჭირო ისეთი ბანძი პროვინციის დასამორჩილებლად, როგორიც ჩვენ ვართ. ევროკავშირს ხომ ისედაც თავზე გადავახიეთ შარლ მიშელის დოკუმენტი.
ახლა იცინეთ და იღლიცინეთ, ეძებეთ საკუთარი თავები, სქრინეთ და დებილები ეძახეთ სუსს, რადგან მართლა სავსეა შეცდომებით ის უხარსხო დოსიეები. ღლიცინში გადავატაროთ ესეც. არჩევნებზე რუსეთუმე ბიძინა და მისი 41-ად დანომრილი ტიკინები ავირჩიოთ, რადგან თბილ ნეხვში ჯდომა გაგვიტკბა, ფულაობა და ჩაწყობები მოგვწონს. წარმატების მისაღწევად რომ მხოლოდ ბიძინას და ოცნების ტ***-ის ლოკვაა საჭირო და არ ასწავლა და შრომა, ეგეც ხომ მოგვწონს?! რუსეთუმე მღვდლების ჭკუაზე სიარული ხომ გვირჩვენია საკუთარი ჭკუის ქონას?! ხოდა, ვიცინოთ და ვიღლიცონოთ – ჩვენისთანა ბედნიერი არის განა სადმე ერი?!“, – წერს პატარაია.