წინასაარჩევნოდ, ოზურგეთში, როგორც გარემოსდამცველები ამბობემ სრული “აღვირახსნილობაა”. იმისთვის რომ მოსახლეობის გული მოიგონ, მდინარეებიდან კანონის სრული დარღვევით ქვიშა_ხრეშის მოპოვება ხდება. ეს ვიდეო, ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩაზეა გადაღებული, სადაც წლების წინ კარიერს ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია “ბლექსი გრუპი” ფლობს. კარიერი, ახლა, ოფიციალურად დახურულია, თუმცა, ეს არავის ადარდებს და დღისით, მზისით, მდინარიდან ინერტულ მასალას ისე იპარავენ, რომ “ვერავინ ვერაფერს ხედავს”.