ისტორიაში პირველად, არქეოლოგებმა ორსული მუმია აღმოაჩინეს

არქეოლოგები უძველეს ეგვიპტელ სასულიერო პირს, ჰორ-ჯეჰუტის იკვლევდნენ, თუმცა, სკანირების შემდეგ, მუმიფიცირებული სხეულის მუცლის ღრუში პატარა ფეხები დააფიქსირეს.

სრულმა სკანირებამ დაადასტურა: ფეხი ეკუთვნოდა პატარა ნაყოფს, რომელიც ჯერ კიდევ მკვდარი და მუმიფიცირებული დედის საშვილოსნოში იმყოფებოდა.

გარდა იმისა, რომ არქეოლოგებს აქამდე მუმიფიცირებული ორსული ქალი არასდროს აღმოუჩენიათ, ეს ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცული ისტორიაა. ვინ იყო ეს ქალი? რატომაა მუმიფიცირებული თავის  ნაყოფთან ერთად? სწორედ განსაკუთრებულობის გამო მეცნიერებმა ქალს „ვარშავის ეროვნული მუზეუმის იდუმალი ქალბატონი“ შეარქვეს.

მუმიის მუცლის ღრუში ჩატარებულმა რენტგენმა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ ნაყოფი გამოავლინა.

უცნობი მიზეზების გამო, მუმიფიცირებისას ნაყოფი მუცლის ღრუდან არ ამოიღეს. ამ მიზეზის გამო კი, ეს მუმია ნამდვილად უნიკალურია. ჩვენი მუმია მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც საშვილოსნოში ნაყოფი აქვს, – ამბობს პოლონეთის სამეცნიერო აკადემიის ერთ-ერთი წევრი.

მუმია და მისი სარკოფაგი ვარშავის უნივერსიტეტს 1826 წელს გადაეცა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმში 1917 წლიდან ინახება. ამ არტეფაქტს სინამდვილეში ძალიან საინტერესო ისტორია აქვს – თავდაპირველად, მუმია ქალად მიიჩნეოდა, რადგან მას საკმაოდ მოვლილი სარკოფაგი ჰქონდა.

1920 წელი ჯერ არ იყო დამდგარი, როდესაც კუბოზე და შესაფუთ მასალაზე შესრულებული წარწერის გადათარგმნამ ეს შეხედულება შეცვალა. მასზე სახელი ჰორ-ჯეჰუტი ეწერა, რომელიც მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო.

თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ სარკოფაგში მოთავსებული მუმია შესაძლოა სულაც არ ყოფილიყო ჰორ-ჯეჰუტი. ძვლები ზედმეტად თხელი იყო, მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები არ შეინიშნებოდა და მუმიის სამ განზომილებიანმა რეკონსტრუქციამ ქალის მკერდი აჩვენა.

მუმიის ვინაობის დადგენა რიგი მიზეზების შეუძლებელია. თუმცა, ის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მუმიფიცირება დიდი ყურადღებითა და მონდომებით მოხდა და ავგაროზების დიდი ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო. თან მუმიფიცირება ეგვიპტეში საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი იყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო. ის დაახლოებით 2000 წლის წინ დაიღუპა 20-30 წლის ასაკის დიაპაზონში. მისი ნაყოფის განვითარების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის 26-30 კვირის ორსული იყო.

კუბო, შესაფუთი მასალა და მუმია

პირველად აღმოჩენილი ორსული მუმია „იდუმალი ქალი“ უძველესი ეგვიპტელების სულიერი მრწამსების შესახებ მრავალ კითხვას ბადებს. სჯეროდათ თუ არა უძველეს ეგვიპტელებს, რომ დაუბადებელი ნაყოფები სიცოცხლეს „საიქიოში“ გააგრძელებდნენ? თუ მხოლოდ ეს მუმია იყო უცნაური ანომალია?

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კითხვებს მომავალი კვლევები გასცემს პასუხებს.

mtavari.tv

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share