სრულად ვაქცინირებულ პატიმრებს ხანგრძლივი პაემნის უფლება ექნებათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება.

ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც, ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ.

რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას, უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share