ატესტატის გაცემის წესში ცვლილება შევიდა

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა და დოკუმენტს ერთი პუნქტი დაემატა. ცვლილებას ხელს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს.

1) მე-6 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3​1 პუნქტი:

„3​1. სააგენტო უფლებამოსილია ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან ერთად გასცეს ასევე „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწინებული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ელექტრონული ასლიც, რომელსაც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი დამოწმდება სააგენტოს ელექტრონული შტამპით და, დაინტერესებული პირისთვის ოფიციალურად გასაცნობად, განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: