ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“აი, თუ დადასტურდა, რომ მენტალური ჯანმრთელობის სერვისებსაც უსმენდა სუსი (ძალიან მინდა, რომ ეს მაინც ტყუილი იყოს), რაც იმას ნიშნავს, რომ ორმაგ დანაშაულს ჩადიოდა, – მოსმენის უკანონობის გარდა, პაციენტს ცალკე იცავს კანონი, – ჩემი აზრით, საქართველოში მომუშავე ყველა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ერთად უნდა გავაფსიქოპათოთ, დავარბიოთ სუს-ის შენობა, ან სულაც, ზურა-გირჩი დავიხმაროთ, ყურადღების გადატანის მიზნით მანქანები ლეწოს, სანამ ჩვენ ბენზინით მოვრწყავთ ბოროტების, უკანონობის და უზნეობის ბუდეს და მერე ყველა ერთად დაგვაპატიმრონ, სამეცნიერო მუშაობა ისე გაიშვიათებულია, ძალიანაც ნაყოფიერი იქნება ჩვენი ყველას ერთად გამოკეტვა. ფუ, თქვე ვირთხებო მართლა, სად დაიბადეთ, სად შეიყარეთ, ვინ გამოგიგონათ ასეთები,” – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: