ამის შესახებ ექსპრემიერი და ამჟამად პარტია “საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით საუბრობს.
გახარია ადასტურებს, რომ აქციის დაშლის ბრძანება მან გასცა და ამას “პარლამენტის დაცვის” მოტივით ხსნის.
ეს იყო შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც შსს-ს უნდა დაეცვა. ვინ რომელ წუთში რა იყო, ვინ ვის დაურეკა, საერთოდ არ მაინტერესებს…. ყველაფერზე რაც იმ ღამეს მოხდა, პასუხისმგებელი ვარ მე. პირველად გესმით ეს? იგივე რომ განმეორდეს, ზუსტად ისე მოვიქცევი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, – ამბობს გახარია.