რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – IPSOS-ის კვლევის შედეგები საქართველოს მასშტაბით

რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს? – (მთელი ქვეყნის მასშტაბით) – IPSOS-ის კვლევის შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება – 35%
  • ნაციონალური მოძრაობა – 30%
  • საქართველოსთვის – 9%
  • ევროპული საქართველო – 4%
  • ხალხისთვის – 4%
  • ლელო – 3%
  • მესამე ძალა – 3%
  • ლეიბორისტული პარტია – 3%
  • გირჩი – მეტი თავისუფლება – 2%
  • პატრიოტთა ალიანსი – 2%
  • დროა – 1%
  • მოქალაქეები – 1%
  • სხვა პარტიები – 3%

ეს არის ალოკაციის მეთოდით მიღებული შედეგები. ანუ აქ ასახულია იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, ვის მისცემენ ხმას და აქვეა გადანაწილებული იმ რესპოდენტების პასუხებიც, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ თავიანთ ფავორიტს, მაგრამ დამატებითი კითხვების მეშვეობით კვლევის ავტორებისთვის ნათელი ხდება, რომელი პარტიის ან რომელი კანდიდატის მომხრეები არიან ისინი.

კვლევა ჩატარებულია “მთავარი არხის” დაკვეთით. IPSOS-ის მიერ გამოიკითხა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 1500 რესპოდენტი, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით, 21 სექტემბრიდან 25სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია. ჩატარების მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share