ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 2020 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა და ამის მიზეზი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებია.
ყველაზესაგრძნობლად,ორ წელზე მეტით, შემცირდა ამერიკელი მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა, – ნათქვამია ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში.
ოქსფორდის მკვლევრების მიერ გაანალიზებული 29 ქვეყნიდან 22-ში სიცოცხლის ხანგრძლივობა, 2019 წელთან შედარებით, ექვს თვეზე მეტით დაეცა. კვლევამ, რომელმაც ევროპა, აშშ და ჩილე მოიცვა, აჩვენა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წელთან შედარებით 29 ქვეყნიდან 27-ში შემცირდა.
„ის ფაქტი, რომ ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს ამხელა გავლენას, რომელიც პირდაპირ მიეკუთვნება COVID-19-ს, აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი იყო პანდემიის შოკი მრავალი ქვეყნისთვის”, – უთხრა კვლევის თანაავტორმა, დოქტორმა რიდი კაშიაპმა როიტერს.
ამ დროისთვის მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი გარდაცვალება უკავშირდება COVID-19-ის პანდემიას.
radiotavisupleba.ge