დღეს ქართული ოცნება მრავლობითი ბესო ფიფიებია – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძე Facebook-ზე წერს და ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიას და “მთავარი დებატების” ეთერში მომხდარს ეხმაურება, რა დროსაც, თამარ ორდენიძის სტუდიაში შესვლის შემდეგ, ის ეთერიდან დაცვის დახმარებით გაიქცა.
“მე თუ რამე ამატირებდა არ მეგონა. ორდინაძეების ოჯახის ტრაგედიამ გული შემიძვრა. დღეს ქართული ოცნება მრავლობითი ბესო ფიფიებია. ასე გაგრძელება არ შეიძლება.ბოროტებას ბოლო უნდა მოეღოს. ყველანი არჩევნებზე!!!!! მე 30-ში ჩამოვდივარ და ვაძლევ ჩემს ერთ ხმას. არა მონობას! არა ერის ღალატს! არა გაქოცებას!”, – წერს ბურჭულაძე.