დღეს, ჭადრების ბაღში აქცია პერფორმანსი გამართა პარტია „საქართველოსთვის’’ წევრებმა.
მიზანი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იმ ადამიანებისთვის მადლიერების გამოხატვა იყო, ვინც ამ თვეების განმავლობაში პარტიას აქტიურად ედგა გვერდით და ღია მხარდაჭერას გამოხატავდა.
როგორც ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ აღნიშნა , 2 ოქტომბრის არჩევნებში ოზურგეთელები არჩევანს უკეთესი ოზურგეთისთვისა და საქართველოსთვის გააკეთებენ:
“მინდა, რომ გულითადი მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვისა და მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენგან ვგრძნობ ეს თვეები. მჯერა, რომ ოზურგეთელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ უკეთეს ხვალინდელ დღესა და წარმატებულ მომავალს” – აღნიშნა გია ცეცხლაძემ.