გუშინ იყო ადრე, ხვალ იქნება გვიან…“ – ასე ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ მოქმედ თუ არაფორმალურ პოლიტიკოსთა შორის, სააკაშვილი ერთადერთია, რომელსაც ხალხი მიჰყვება: „მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა ძლიერი პოლიტიკური ინტუიციით, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტი დრო შეარჩია, ცხადია თუკი ამ პოლიტიკურ აქტს ის ხორცს შეასხამს. ამ ფონზე კი, ძნელად პროგნოზირებადია, ჩვენი ქვეყანა, ოცნების ხელში, დააღწევს თუ არა თავს იმ სირცხვილს, რომელიც მოსალოდნელია ამ უდაოდ რთული პოლიტიკური სვლის პირობებში… შეძლებს კი უდღეური ოცნება, მიიღოს ეს რთული გამოწვევა და გადადგას სწორი ნაბიჯები ?? ვერავინ იდავებს იმაზე, რომ აბსოლუტურად სამართლიანია სააკაშვილის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, რასაც ჰქვია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნილობიდან დაბრუნება სამშობლოში, აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტით, და ეს კონტექსტი ბიძინა ივანიშვილს ნოყიერ ნიადაგს უმზადებს შეცდომების დასაშვებად , რაც ისედაც არ აკლდა… აუცილებლად გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ყველამ კარგად, და უპირველესად, ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს – სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მოქმედ , ფორმალურ თუ არაფორმალურ პოლიტიკოსებს შორის, ერთადერთს მიჰყვება ხალხი და ეს არაა კომპლიმენტი, არამედ მოცემულობაა.., სააკაშვილის დაბრუნებით, ცხადია, გარკვეული კვანძი იხსნება, და რამდენად წარმატებული იქნება ეს მომავლისთვის, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია , როგორც ქოცები წარსულში იტყოდნენ ხოლმე – სამართლიანობა უნდა აღსდგეს…
პ.ს. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი , ასეთ დროს პროცესების ესკალაციასა თუ ყველა დანარჩენ სისულელეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება!“ – წერს ბაჩუკი ქარდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.