საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეო მიმართვას ასაჯაროებს:
დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე ვარ ძალიან მტკიცედ, ძალიან მედგრად და ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. მე არ მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ, აბა თქვენ იცით, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.