ქს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მეუღლემ, სანდრა რულოვსმა თბილისის მე-19 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა და სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებს რეფერენდუმში აქტიურობისკენ მოუწოდა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს.
2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული.