“დედაქალაქის მოგება არის ქართული ოცნების დამარცხება “- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთიანი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარია.
ხოშტარიამ პირველი განცხადება გააკეთა ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ:
“ძალიან მნიშვნელოვანია, დედაქალაქმა თქვა თავისი სიტყვა. ხალხი გამოვიდა და ქართული ოცნება დაამარცხა. კოალიციამ დაამარცხა ქართული ოცნება დედაქალაქში. ახლა ჩვენი ყველას ამოცანაა დავიცვათ ხმები, უახლესი 2 საათის განმავლობაში წარმომიდგენია, აღელვებული ქართული ოცნების წარმომადგენელები” ამბობს ხოშტარია და მომხრეებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს.