ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“როდემდე უნდა ვუყუროთ ამას? ახლა მთელი ღამე ველოდოთ როგორ გააყალბებენ ოქმებს, დაჯღაბნიან და იცოდვილებენ ბალანსის დასასმელად? და მერე ველოდოთ 2030 წლამდე იქნებ ისწავლონ წესიერი გაყალბება, რომ ასე უხეშად აღარ გამოჩნდეს? სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს ოპოზიციამ ამ უბნების გაუქმება ან ხელახლა გადათვლა. მერე წუწუნი გვიან იქნება.” – წერს ჯანგირაშვილი