ციციშვილის სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი საავადმყოფოში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
“18-ში გადმოვიდა სხვა კლინიკიდან, ქრომოსომული დაავადება ჰქონდა, ფილტვის დაზიანება კოვიდის გამო, ასევე ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა და გულის კომბინირებული მანკი. გამოხატული იყო ჰიპოტროფია”, – თქვა მაია ჩხაიძემ.
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.