“როგორც რაინდი დუმბაძე ლაითური ნარუჯას მაჟორიტარულ ოლქში, ასევე შალვა თავდიშვილი ძიმითი ნაგომარი ასკანა მზიანში -არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებენ-ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მთლად მარტო რომ დავრჩეთ, ეს მაინც ასე მოხდება, იმიტომ რომ ხალხს სურს ასე”
ეს განცხადება “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ბესო ქათამაძემ, “გურიის მოამბესთან” სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
“ენმ”- ის, ერთ ერთ ადგილობრივ ლიდერს, რედაქცია ტელეფონით დაუკავშირდა და მეორე ტურის შესახებ კითხა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ტურში, მთავარ ოპოზიციურ ძალას შესაძლოა არ ეყოს ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი, სახელისუფლებო კანდიდატებთან წინააღმდეგობის გასაწევად.
თუმცა ქათამაძე როგორც ერთ, ასევე მეორე პრობლემას კატეგორიულად გამორიცხავს:
“რაც შეეხება ინტელექტუალურ რესურს ამაზე პრობლემა არასდროს გვქონია, საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობა ნარუჯასა და ლაითურში რაინდი დუმბაძეს უჭერს მხარს, ეს პირველმა ტურმაც აჩვენა, რომ არა მასიური გაყალბება რაინდი 70%-ს ხმებისას აიღებდა, ვფიქრობ იგივე მდგომარეობა იქნება შალვა თავდიშვილთან მიმართებაშიც, ყველამ ვიცით რა უკანონობას ჩადიოდა მისი კონკურენტი, მაგრამ ხალხმა მას არ მისცა დეპუტატის მანდატის მოპარვის შესაძლებლობა.რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენთვის,”ნაციონალებისათვის” ამას არ ჰქონია არასდროს არანაირი მნიშვნელობა, მზად ვართ ყოველგვარი ფინანსური რესურსის გარეშევ მოვიგოთ, ისევე როგორც პირველ ტურში” აცხადებს ბესო ქათამაძე.
ცნობისათვის: საკრებულოს არჩევნების მეორე ტური ოზურგეთის 4 ოლქში გაიმართება-ამათგან ორში მმართველ პარტიას “ნაციობალებთან” მოუწევს დაპირისპირება – ლაითური ნარუჯისა და ძიმითი ნაგომარი ასკანას ოლქში.
თავად ბესო ქათამაძეს რაც შეეხება, მან საკრებულოს მანდატი, პირველივე ტურში, ნასაკირალის ოლქში, მოიპოვა.