მწერალი ლაშა ბუღაძე საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლასა და დაკავებას Facebook-ზე ეხმაურება:
“ისევ სამეგრელოს ტყეები. ისევ ღამე. ისევ ისტორიისთვის უჩინარი ხალხი. ისევ ერთ-ერთ სახლში შეფარებული ქვეყნის დევნილი პრეზიდენტი… ისტორიის ციკლურობა, ამჯერად – მადლობა ღმერთს – არა ტრაგიკული და ერისთვის ტრავმული შედეგით… დამაფიქრებელია…”, – წერს ლაშა ბუღაძე.