30-ში არ გააყალბებს ,,ოცნება” არჩევნებს? რას ვაკეთებთ ამისთვის? – ,,კანონი და სამართალი”-ს ლიდერი ოპოზიციას ლეგიტიმურ კითხვას უსვამს. თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას მოუწოდებს, გაერთიანდნენ ნიკა მელიას მხარდასაჭერად არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, ინტერესდება, რას დაუპირისპირებენ ოპონენტები მმართველ პარტიას, თუ ,,ოცნება” მეორე ტურშიც გაყალბებას გეგმავს.
არ მინდა, ისე დავაყენო საკითხი, რომ 30 ოქტომბერს ,,ნაცმოძრაობა” არჩევნებზე არ უნდა გავიდეს, მაგრამ ჩვენ გაყალბებას წინ გადავუდგეთ? უკვე მერამდენე არჩევნებია, რომ ,,ოცნება” სახელმწიფოს იტაცებს, ეს გაყალბება საქართველოს დაუჯდება ანექსიის ფასად, პრეზიდენტს ყველაზე კარგ შემთხვევაში უკრაინა წაიყვანს და თავი მოგვეჭრება, ყველაზე უარეს შემთხვევაში ამოალპობენ ციხეში. ამიტომ პრევენციულად დავსვი კითხვა, გარანტია გვაქვს, რომ კიდევ არ გააყალბებენ?
აგერ გახარიამ თავისი სიტყვა დააგდო, ჩემს 8 პროცენტს ოპოზიციას არ მივცემო, მე მომხრე ვარ, ნიკა მელიას ხელი შევუწყოთ ოპოზიციამ, მაგრამ 30-ში თუ გაყალბდება, ეს გაყალბება საქართველოს დაუჯდება სახელმწიფოს სიკვდილის ფასად. მე პრევენციულად ვკითხულობ, 30-ში ეს მომპარავი ოლიგარქი თავზე არ დაგვალეწავს სახელმწოფოს, რას ვაკეთებთ?! – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.