მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბახმაროში დასასვენებელი პარკის რეაბილიტაციას გეგმავს, რომლის ღირებულებაც 1 293 996 ლარია. აღნიშნული პარკის აშენების შესყიდვისთვის ტენდერი გასული წლის აგვისტოში გამოცხადდა, მშენებარე კომპანია შპს “ქართლთან” ხელშეკრულება 29 სექტემბერს გაფორმდა.
დოკუმენტაციის თანახმად, პარკი დაახლოებით 13 805 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული.
“პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას (გარე ღობის დემონტაჟსა და ახალი დეკორატიული ღობის მოწყობას, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის მოწყობა, უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟს, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის მოწყობას, ასევე, ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების მოწყობას).
პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის კეთილმოწყობას – საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (ელექტროსისტემა და სანიაღვრე სისტემა), საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას”, – წერია დოკუმენტაციაში.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, პარკის კეთილმოწყობისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები: უმოქმედო ლითონის სამი ჯიხურისა და ძველი მოცულობების დემონტაჟი, ასევე, გარე ღობის დემონტაჟი და ახალი დეკორატიული ღობის, საგამოფენო სივრცისა და ამფითეატრის, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების, დასასვენებელი ბაქნისა და მასზე მდგომი ფანჩატურის, საფეხმავლო ტროტუარისა და სანიაღვრე არხის, ხალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების, ბაქნებზე გრუნტის დამჭერი რ/ბ-ის საყრდენი კედლების, გარე განათების ქსელების, გარე სანიაღვრე ქსელების მოწყობა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
დღეს, 6 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხარებელმა, გრიგოლ მახარაძემ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ პარკის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.
წყარო netgazeti