მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შიმშილობის გამო შესაძლოა, ნებისმიერ დროს დამძიმდეს, განსაკუთრებული გართულებები კი მე-10-ე დღიდან არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ექიმები საუბრობენ. “მედგიდის” დამფუძნებლის და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სოფო ჯაფარიძის, თქმით, შიმშილობასთან ერთად სააკაშვილის ჯანმრთელობას ფსიქოლოგიური წნეხი ემატება, რასაც მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაცია უქმნის. ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვს, მათ შორის აკრძალული აქვს კონტაქტი ციხის ექიმების გარდა სხვა მედიკოსებთან.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი შიმშილობს უკვე მე-7 დღეა, ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა, სხვადასხვა ორგანოები დააზიანოს და შეუქნას ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები და ამისთვის ხელისუფლება არაფერს აკეთებს პირიქით, ცდილობენ ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფონ, ის რომ შეუზღუდეს ზარები, შეუზღუდეს მნახველთა რაოდენობა. ამ დრომდე მას ტელევიზორი არ აქვს. მასთან მუშაობენ ციხის ექიმები, მნახველთა რაოდენობა არის შემცირებული და ყველას ხელს უშლიან კომუნიკაციაში, მათ შორის, ექიმებს, ცხადია”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.