ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული ვერ იქნება – გიორგი მარგველაშვილი

ამ ხელისუფლების პირობებში მიხეილ სააკაშვილი ბრალდებული ვერ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტვ პირველთან განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯის მნიშნელობა საათობრივად იზრდება და მისი საკანში გამომწყვდევა “ქართული ოცნებისთვის” პრობლემის მოხსნას ასრულებით არ ნიშნავს.

მე არასდროს ვყოფილვარ სააკაშვილის ან მეგობარი, ან მისი პოლიტიკის გამზიარებელი, ყოველთვის ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგე ბანაკებში. მაშინაც კი, როდესაც ის აღარ იყო პრეზიდენტი და მე ვიყავი პრეზიდენტი, სააკაშვილს არც ერთხელ ჩემს მიმართ სიტყვა არ მოუზომია იმ ფონზე, რომ მე არც ერთხელ როგორც პრეზიდენტს მისთვის არ მიპასუხია. ჩვენ არ გვაკავშირებს მეგობრობა, მაგრამ არ შეიძლება რომ მე არ ვაღიარო მისი გადაწყვეტილების და ნაბიჯის სიმტკიცე და ამ ნაბიჯის მნიშვნელობა საათობრივად იზრდება. ეს არის ის, რაც უნდა გაიაზროს ამ ჯგუფმა, რომელსაც დღეს მმართველობის სადავეები ხელში უკავია. მათ უნდა იცოდნენ, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის არანაირი პრობლემის გადაწყვეტა მათთვის … ამ ხელისუფლების პირობებში, ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში სააკაშვილი ვერ იქნება ბრალდებული, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share