ბათუმში, პატრულ-ინსპექტორმა კობა ლასურიძემ, ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში გამოემგზავრა.
როგორც მან “მთავარ არხთან” საუბრისას აღნიშნა, არ სურს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პრეზიდენტს უკანონოდ ასამართლებენ.
“ვმუშაობდი საპატრულო პოლიციაში, სარფის განყოფილებაში პატრულ-ინსპექტორად და გადავწყვიტე, რომ დამეწერა განცხადება, წამოვსულიყავი სამსახურიდან. მე არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც უსამართლოდ ასამართლებენ ადამიანებს, უკანონოდ სჯიან. ამიტომ წამოვედი და ვერთვები აქციაში – „თავისუფლება მიშას“, – თქვა კობა ლასურიძემ.
ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართბა. აქცია 18:00 საათზეა დაანონსებული და მას მოქალაქეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან უერთდებიან.