ჟურნალისტი, “მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანი დიანა ჯოჯუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქცია-კონცერტი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 18:00 საათზე დაიწყო. “თავისუფლება მიშას” – ეს სიტყვები დააწერეს საქართველოს სახელმწიფო დროშებსაც, რომლებიც მოედანზე სააკაშვილის ფოტოებთან ერთად გამოფინეს, აქციაზე სიმბოლურად წითელი ვარდებიც გამოჩნდა.
შეკრება მიხეილ სააკაშვილის წერილობითი მიმართვით დაიწყო. სიტყვით გამოვიდნენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. როგორც ცნობილია, აქციას მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან ადევნებდა თვალს.