მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდს გამარჯვება ფეისბუქ პოსტით მიულოცა:
“ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; ,,უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს”. ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე – დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს – კაცებისგან ერთმანეთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.
ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან!
გილოცავთ!”- წერს გიორგი კეკელიძე.