პარტია ლელო” ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გზავნილი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ ქართული ოცნებისთვის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის მგლის თავზე სახარების კითხვაა.
“პომპეოს გზავნილი მგლის თავზე სახარების კითხვა იყო იუსტიციის საბჭოსთვის, რომელიც ფორმალურად კი დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, მაგრამ, ყველას შეგახსენებთ, რომ იქ ქართული ოცნების მიერ არჩეული ხუთი წევრია და მათ გარეშე ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღება დანიშვნებზე. ჰოდა, პომპეოს გზავნილის კვალდაკვალ, გუშინვე 36 ახალი მოსამართლე დანიშნეს! “ოცნების” მიერ დანიშნული ყველა წევრი ერთის გამოკლებით, ნაზი ჯანეზაშვილის, კლანის ინტერესების მსახურია არჩევის დღიდან”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოში სტუმრობისას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სასამართლო სისტემის პრობლემები განიხილეს.