“რომ ჩაგაჯინოთ საკანში და 2 კვირა არაფერი გაჭამონ, იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?” – ნიკოლოზ ყიფშიძე ციხის ექიმებს შეხვდა

“სიტუაცია ყოველდღე იცვლება” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე რუსთავი #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.

,,სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან ვამბობ, რომ – უარესად. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვიტყოდი, რომ დაკამაყოფილებელია. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ჩაგაჯინოთ საკანში და 2 კვირა არაფერი გაჭამონ, იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?”, – განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ექიმების კონსილიუმი 19 ოქტომბერს შედგება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share