პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ომის ვეტერანებს 22 ლარიანი დანამატის 5-ჯერ გაზრდას დაპირდა. განცხადება ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გააკეთა.ღარიბაშვილმა ვეტერანებს მათი დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
”ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება ყოველთვიური დანამატი. თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე. ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე”, – თქვა ღარიბაშვილმა.