ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საზოგადოება შექმნილი პოლიტიკური ფსიქოზის მსხვერპლია, რაც დიდწილად, იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი არ გაუჩნდა, რომელსაც ქვეყნის წინსვლა სურს.
„ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის კრიმინალებით სავსე და, რომლებსაც აქვთ რევანშის სურვილი, როგორ დაიბრუნონ ხინკლის თქვლეფის უფლება და როგორ მიუყარონ თავიანთ საზოგადოებას კუჭები. მათ აი, ეს თქვეს თავისუფლების მოედანზე. ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგონა, რომ ამ ადამიანების გამოსწორება უბრალოდ, არ იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემთხვევაში ამ ქვეყანაში რა დატრიალდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით იმ დროს, როდესაც გვეყოლება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს, რეალურ სისუსტეებზე დაგველაპარაკება და გაუმჯობესების გზებს შემოგვთავაზებს. იმედი მაქვს, ეს 2024 წელს იქნება, ვინაიდან მანამდე არჩევნები არ იგეგმება და კანონით გათვალისწინებული არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ასეთი ოპოზიცია არ ჩანს. ამიტომ, ის პოლიტიკური ფსიქოზი, რომელიც ქვეყანაში სუფევს, ისევ ჩვენი სამართავია, რომ ამ ქვეყანაში მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.