“გვეშველება? ” ამ ბანალურ კითხვაზე, არსებობს მარტივი პასუხი: გახსოვთ რამდენი კაცი დარეგისტრირდა გერმანიაში და ისრაელში წასასვლელად? ასი ათასი კაცი მზადაა თავი დააღწიოს სიდუხჭირეს, რომელიც ოცნებამ შექმნა. გაჭირვებული და წყალწაღებული ადამიანი ვის უნდა ემდუროდეს, თუ არა ხელისუფლებას, მაგრამ ამავე ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს, ურჩევიათ მიატოვონ ოჯახები და უმძიმესი სამუშაო პირობებისთვის გადადონ თავი. ასეთი ადამიანები ქვეცნობიერად, თუ ცნობიერად მონური მენტალიტეტის არიან, რადგან მონობას გაურბიან – მონობისთვის. წარმოიდგინეთ მათი 50% ქუჩაში რომ გამოსულიყო, ივანიშვილს დაასრულებდნენ. და რატომ არ სურთ ქუჩაში გამოსვლა? იმიტომ, რომ ერთნაირად სძულთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. სძულთ, რადგან ისინი ყოველთვის მოტყუებულები რჩებიან. თუმცა ამ შემთხვევაში არც ერთია დამნაშავე და არც მეორე. დამნაშავენი თავად არიან. ასეთი ერი იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, როგორიც თავადაა. თუ ხარ მენტალობით მონა, მნიშვნელობა არ აქვს შენი მონობით ვის აქცევ დიქტატორად. ხვალ, თავისუფლების ლოზუნგით მოსული ოპოზიციაც, ასეთი ერის ხელში მტარვალი და დაუნდობელი გახდება. მოკლედ, ამაზე მარტივი ენით ვეღარ ავხსნი. რაც არის ესაა – არაფერიც არ გვეშველება მანამდე, სანამ მზად ვართ მონობა, მონობაში გავცვალოთ.”
ნუგზარ სულა სულაშვილი.