პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ კრიზისი „ადვილად გადაიწევს 2022 წელში“.
ჯანმო-ში აცხადებენ, რომ აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.
ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.
„ნამდვილად უნდა ავჩქარდეთ, თორემ იცით რა? ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა