“არ აქვს მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას ფასი. ჩვენ ვაპირებთ არა ვინმეს დამარცხებას, არამედ გამარჯვებას. საზოგადოება, თბილისი იმსახურებს მრავალფეროვნებას, იმსახურებს ერთობას, წინსვლას, პროგრესს. შეუძლებელია, ქვეყანა იმართებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც პრეტენზიაც და ამბიციაც კი არ აქვთ, რომ საქართველოში, თბილისში რაიმე სახის წარმატება ადრე თუ გვიან დადგეს”.
ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აგრესიულ რიტორიკას.