კოვიდთან ბრძოლისთვის ნასესხები ფულით განახლებული ავტოპარკი – რაში ხარჯავს ტიკარაძის უწყება თანხებს?

მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა და უკვე ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა გვიტევს, ჯანდაცვის სამინისტრო ავტოპარკის განახლებით არის დაკავებული, აღნიშნულ ინფორმაციას ,,ტვ პირველი” ავრცელებს.

9 სედანი, 2 სპორტული ჯიპი, 2 მინივენი და 1 პიკაპის ტიპის ავტომანქანა ეკატერინე ტიკარაძის უწყებამ იმ თანხით შეიძინა, რომელიც ქვეყანამ სესხად აიღო და მომავალ თაობას მისი გასტუმრება საკუთარი ჯიბით მოუწევს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სექტორში ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ ჟანგბადის აპარატების, საწოლების და წამლების ნაკლებობაზე, გარდა ამისა გარკვეული პერიოდის მანძილზე ქვეყანას ვაქცინის მარაგიც ფაქტობრივად ამოწურული ჰქონდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share