ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი წერს. მისი თქმით, მას წლებია იგივე მოთხოვნები აქვს რაც მძარცველს.
„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია
1. აზარტული თამაშების აკრძალვას
2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი
3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“, -წერს ნათელაშვილი.