მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე საუბრობს. გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და საჭიროა მისი გადაყვანა მრავალპროფილიან კლინიკაში, ასევე, გვარამიას ინფორმაციით, განიხილება სცენარი, სადაც ციხეში ამბოხი მოხდება. ამბოხის დროს კი იგეგმება სააკაშვილის ლიკვიდაცია.