“თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და იქნება სამედიცინო ჩვენება, რა თქმა უნდა, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ. ამ ეტაპისთვის მას არ აქვს არანაირი საჭიროება იმის, რომ გადაყვანილი იყოს სხვა კლინიკაში. არანაირად არ ხდება აქ იძულებითი წესით, პაციენტის განთავსება პენიტენციურ საავადმყოფოში, უბრალოდ, ეს საავადმყოფო, მისთვის საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს და მხოლოდ ეს არის დღეს მსჯელობის საგანი”.
თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ციხეში უკვე 26-ე დღეა შიმშილობს.