“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს, 6 საათზე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
“6 საათზე ბრიფინგი დეპორტაციაზე და გლდანის ციხის საავადმყოფოში მიმდინარე დანაშაულებრივ ქმედებებზე”, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. ის ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს.