”ქალაქში სადაც ოფიციალური მონაცემებით 60%–ს არ ევასები ერთი დღეღამით მოძრაობას რომ გადაკეტავ, ქალაქს ყვითელ ლენტებს შემოავლებ, პარკინგებს აკრძალავ და ხალხს საცობებში დააყუდებ იმის სადემონსტრაციოდ, რომ ხალხს მაგრად ევასები, ძაან გამჭრიახი უნდა იყო. ის დარაზმული ხალხი ჩამოვა–წავა და თქვენ აქ ხმას ვინ მოგცემთ ლენჩებო?”-
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშილი, რითაც ეხმაურება ”ქართული ოცნების” მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციას.